სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დედა 5 წლის ასაკში გარდამეცვალა... პირველი კონცერტი სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენი...“ - ცოტნე ზედგენიძე

    "დედა 5 წლის ასაკში გარდამეცვალა... პირველი კონცერტი სწორედ მის ხსოვნას მივუძღვენი...“ - ცოტნე ზედგენიძე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალგაზრდა გენიოსი, მოცარტი საქართველოდან - ცოტნე ზედგენიძე ერთ-ერთ გადაცემაში იმ დღეს იხსენებს, როდესაც 8 წლის ასაკში პირველად წარსდგა დიდი აუდიტორიის წინაშე და პირველი კონცერტი დედის ხსოვნას მიუძღვნა.

    ცოტნესგან ვიგებთ, რომ სამწუხაროდ მას დედა მაშინ გარდაიცვალა როცა ცოტნე ჯერ კიდევ 5 წლის იყო.

    "დედა 5 წლის ასაკში გარდამეცვალა. მასაც უყვარდა კლასიკური მუსიკა და სულ მასმენინებდა ოპერებს. 2 წლის ვიყავი უკვე ვიცოდი რომელი ოპერა მინდოდა და იმას მირთავდნენ და ვუსმენდი.

    შემდეგ ბებიამ დაიწყო ჩემთან ერთად დაკვრა და აქედან განვვითარდი.

    ჩემი პირველი კონცერტი დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. ბებიას მოსწავლეებმა გაიკეთეს ეს საღამო და მეც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება“,
    - ამბობს ცოტნე ზედგენიძე.