სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პირველ რიგში ადამიანობა! - რა საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას ხვიჩა კვარაცხელიამ?

    პირველ რიგში ადამიანობა! - რა საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას ხვიჩა კვარაცხელიამ?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

    "ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს.

    სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!", - ვკითხულობთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოსტში.