სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბავშვებმა დაჭრეს ერთმანეთი, მანამდე..." - რას ამბობს თვითმხილველი14 წლის ბიჭის მკვლელობაზე

    "ბავშვებმა დაჭრეს ერთმანეთი, მანამდე..." - რას ამბობს თვითმხილველი14 წლის ბიჭის მკვლელობაზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუგდიდში მკვლელობა მოხდა.

    როგორც ცნობილი ხდება, 14 წლის ბიჭს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

    შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი კომენტარს აკეთებს:

    "როგორც გავიგეთ, ბავშვებმა დაჭრეს ერთმანეთი და შემდეგ ინფორმაციით, გარდაიცვალაო, სამწუხაროდ ბავშვიო და სხვა მეტი არაფერი არ ვიცი. აგერ ვცხოვრობ ახლოს და გადმოვედი, თამაშობდნენო და სხვა მეტი არაფერი არ ვიცი.

    13-14 წლის არისო. ხმაური ყოფილა და სახლიდან გავიგეთ რომ რაღაც ჩოჩქოლი იყო და რომ მივედით, უკვე წაყვანილი ჰყავდა სასწრაფო დახმარებას ბავშვი...

    სტადიონის ტერიტორიაზე ნახეს ბავშვი თვითონ მწოლიარე... ალბათ მძიმედ იყო", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.