სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ ყივიან მამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? - მეცნიერების კვლევა

    რატომ ყივიან მამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? - მეცნიერების კვლევა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში მამალი ყველა გლეხის ეზოს აუცილებელ ატრიბუტს, ეზოს ბატონ-პატრონს წარმოადგენდა. მასზე დაკვირვებით შეეძლოთ ამინდის გამოცნობა და წინასწარმეტყველება იმისა, თუ როგორი მოსავალი იქნებოდა. მამლის ყივილთან დაკავშირებული იყო გარკვეული ცრურწმენებიც.

    მამლის რეპერტუარში დაახლეობით 24 განსხვავებული ხმოვანი სიგნალია. მისი ყივილი კი 90 დეციბალის სიძლიერეს აღწევს.

    რატომ ყივიან მამლები დილაობით ერთსა და იმავე დროს? ცნობილია, რომ ისინი რეგულარულად სამჯერ ყივიან-შუაღამისას, გამთენიისას და დილით, თუმცა მამლის ყივილი დღის ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგონოთ. ორნიტოლოგების აზრით, მამლის ყივილი არის დემონსტრირება მის უპირატესობისა, კერძოდ იმისა, რომ ამ ეზოს, ამ ტერიტირიის ბატონ-პატრონი ისაა. გარდა ამისა, ყივილით ისინი კონტაქტს ამყარებენ მეზობელ-კონკურენტ მამლებთან.
    მაგრამ იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო შედეგი იყო იმის დადგენა, რომ მამლებს არ გააჩნიათ ბიოლოგიური საათი. ამის ვარაუდი მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს უკვე მეცნიერულად დასაბუთდა.

    ექსპერიმენტის დროს მამლებს ათავსებდნენ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, ისე, რომ ისინი სინათლეს საერთოდ ვერ ხედავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრინველები ამინც აგრძელებდნენ ყივილს გამთენიისას ერთსა და იმავე დროს.

    ამ დაკვირვების საფუძველზე სწავლულებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ მამლების ბიოლოგიური რიტმი შეესაბამება ჩვეულებრივ დღე-ღამურ რიტმს. სწორედ ამიტომ იღვიძებენ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს და ომახიანი ყივილით გვამცნობენ ახალი დღის დაწყებას.

    წყარო: intermedia.ge