სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დღეს წყალი შეგეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    დღეს წყალი შეგეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, 21 ნოემბერს, ვაკის რაიონში წყლის მიწოდება შეწყდება, ვინაიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ამ რაიონში , თ.გაზდელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

    თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, ამიტომ დღეს, 21 ნოემბერს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ვაკის რაიონში:

    უჩანეიშვილის N 30-68 (ლუწებს)
    N 41-69 (კენტებს)
    ქორგიას
    გაზდელიანის
    თბილისის
    მშვიდობის
    ნუშის ბაღების
    მაჩაბელის
    დიმა პაპიაშვილის ქუჩას
    კაკლების დასახლებას.