სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გული ორჯერ გამიჩერდა...“ - კოსტა სანიკიძე

    "გული ორჯერ გამიჩერდა...“ - კოსტა სანიკიძე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსსის" მონაწილეების მიმართ ინტერესი ისევ არ წყდება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კოსტა სანიკიძის ვიდეო, სადაც ფილმის პრემიერაზე საუბრობდა და დღევანდლისგან განსხვავებით, სულ სხვანაირი ხმა ჰქონდა. საზოგადოებაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ მისი ხმა, რომელიც განსხვავებული და ყველასგან გამორჩეულია, დაყენებულია, რის გამოც პროექტის მონაწილე ზოგიერთმა გააკრიტიკა კიდეც.

    კოსტამაც კომენტარი არ დააყოვნა და გავრცელებულ ვიდეოზე "პრაიმ ტაიმთან" ისაუბრა.

    "ხმა არ ყენდება, ყველამ იცის ეს, ხმის დაყენება გამორიცხული ამბავია. შემიძლია, 50 ტონალობაზე გელაპარაკო, ეს ჭიქაში წყლის დასხმაა. ვიღაცებს ავიწყდება, რომ არტისტი ვარ.

    მეორე არის მედირიტებული ხმა- გააჩნია შიგნით რა არის და შესაბამისად ამოდის. კარგად ხვდებიან, რა რეაქციებიც აქვთ ჩემს ხმაზე, ამიტომ ცდილობენ, ეს პლუსი მინუსად გადააკეთონ, რაც წამოუდგენელია.

    ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, 17 წლის ვარ. 17 წლის მერე გული ორჯერ გამიჩერდა და ორჯერ ამიმუშავეს. ხმა ნელ-ნელა ალბათ კიდევ შემეცვლება, ასაკთან ერთად.“
    - ამბობს კოსტა სანიკიძე.