სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს", - ბესო ჩუბინიძის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში განხილვის საგანია

    "12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს", - ბესო ჩუბინიძის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში განხილვის საგანია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საქართველოში, ბოლო დროს მომხდარ დანაშაულებზე საუბრობს:

    "- 12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს და ბავშვს გააჩენს!
    - 13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს!
    - 14 წლის გოგონამ ბებია უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ღამის კლუბში არ გაუშვა და თავზე პატრული დააყენა!
    - 12 წლის გოგონას მშობლებმა სკოლის მასწავლებელს უჩივლეს და ძალადობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია გაკვეთილების მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღლაჭუნის და ბერვა-ხეთქვის გამო!
    - 15 წლის ბიჭი სადარბაზოში გათიშული იპოვეს მეზობლებმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ადგილზე დავარდა, მას პლანის „პერედოზიროვკა“ დაუდგინეს
    - 16 წლის ბიჭებმა სახლი გადაწვეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთის მშობელმა ერთად „გართობის“ (!) დროს წაასწრო და მშობელს მათი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი
    - 17 წლის გოგონამ სატანისტი 29 წლის შეყვარებულის რჩევით საკუთარი დედა დაკლა (!), დანით ხორცები დააჭრა, დააბასტურმა (!) და 1 თვის მანძილზე მაცივარში ინახავდა....
    - ეს, საქართველოში ხდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    - ხოდა, ვინც ამ ყველაფერს ემხრობით, ანუ ემხრობით იმას, რომ შვილი ტრაკზე წამორტყმით არ უნდა გაზარდო (ისე, როგორც - მე გამზარდეს და მე გავზარდე) ყველა (!)... გიმეორებთ ყვე-ლა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!!!!!!
    - P.S. მორალისტ-ანანისტ-პრადვინუტ-ტოლერანტები არ გამომიხტეთ აქ, თორე შესაბამისი (!) საჯარო პასუხის გარეშე არ დაგტოვებთ არცერთს!!!! თუ არ მეთანხმებით უბრალოდ გააჯ%$%^ით და გასრიალდით ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ!!!!
    - ნურც რჩევების მოცემას ნუ დამიწყებთ - „შვილი მეგობრად უნდა გაზარდო“ და მსგავსი... იმიტომ, რომ მე (!) ვერასოდეს (!) ვერავინ (!) ვერ მასწავლის როგორ უნდა გაზარდო საქართველოში (!) კარგი შვილი!!!!
    ".

    წყარო: ​tia.ge