სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაიგეთ რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი

    გაიგეთ რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკვე მთელი მსოფლიო ქართველი ლეგენდის, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ფაქტია, ხვიჩას ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს ვინაიდან, ფეხბურთის მოყვარულმა ბევრმა ადამიანმა საქართველოს შესახებ სწორედ მისგან შეიტყო.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩას თამაშის დროს სტადიონზე მუდამ ჩვენი დროშები ფრიალებს და ის მუდამ საქართველოს დროშიან წვივსაფარს ატარებს.

    ამის რამდენიმე მიზეზე კი ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.

    “ერთი გოლი აღვნიშნე კიდეც ამ წვივსაფართან ერთად. იმიტომ მიკეთია, რომ მინდა ჩემ ქვეყანაზე ყველამ იცოდეს, სულ ვცდილობ მასთან დაკავშირებით რაღაც ვთქვა ხოლმე. ყველამ მინდა ნახოს საქართველო, რადგან ძალიან მაგარი მხარე ვართ, მაგარი ტრადიციები გვაქვს. მგონია, რომ მიცავს.“ – ამბობს ფეხბურთელი.