სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასე ჯერ არაფერი გამხარებია." - რატომ გამოუგზავნა კვარაცხელიამ ნეაპოლიდან ჩოხატაურელ ბიჭს მაისური?

    "ასე ჯერ არაფერი გამხარებია." - რატომ გამოუგზავნა კვარაცხელიამ ნეაპოლიდან ჩოხატაურელ ბიჭს მაისური?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მხოვრებ მათე სეხნიაშვილს ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი ამსგავსებს.

    ამ მსგავსების გამო მიიღო მათემ საჩუქრად ნეაპოლიდან მაისური ხვიჩას ავტოგრაფით.

    ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

    "ასე ჯერ არაფერი გამხარებია. კვარას დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიხარია, ფიზიკურად თუ მართლა ასე ძალიან ვგავარ.

    მადლობა, კვარა. ვოცნებობ, ნაპოლში ჩამოვიდე და ახლოდან გიგულშემატკივრო", - წერს მე-7 კლასელი მათე.