სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კლასში შემოსვლისას თითქოს ყველაფერს აცისკროვნებდა, ანათებდა" ტრაგიკულად დაიღუპული ახალგაზრდა მასწავლებლის ვინაობა ცნობილი ხდება

    "კლასში შემოსვლისას თითქოს ყველაფერს აცისკროვნებდა, ანათებდა" ტრაგიკულად დაიღუპული ახალგაზრდა მასწავლებლის ვინაობა ცნობილი ხდება
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელებული სამწუხარო ინფორმაციის თანახმად, ქართულ-ამერიკული სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელი, ირმა მეტრეველი გარდაიცვალა, ის მძიმე სენს ებრძოდა.

    სოციალურ ქსელში მოსწავლეები გარდაცვლილს ემოციურად იხსენებენ.

    "ირმა მასწავლებელი თითქმის 4 წელი მასწავლიდა რუსულს. ამ 4 წლის მანძილზე იმდენად განსაკუთრებულ ადამიანად ჩამოყალიბდა ჩემს თვალში, რომ მისი უემოციოდ, უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად გაცილება არ შემიძლია.

    კლასში შემოსვლისას თითქოს ყველაფერს აცისკროვნებდა, ანათებდა, აბრჭყვიალებდა. ბევრს გვაცინებდა, გვამხიარულებდა, მაგრამ ამის მიუხედავად არასდროს გვაკლებდა სათანადო ცოდნასა და განთლებას. პირიქით, ყოველთვის ახერხებდა ჩვენი ნებისმიერი საკითხით დაინტერესებასა და ყველასთვის გარკვეული ინფორმაციის გასაგებად გადმოცემას. ისეთი სათნო, კეთილი და ლამაზი იყო, რომ ყველაზე მოღუშულ დღესაც კი ახალისებდა და მზესავით ანათებდა. დერეფანში სიარულისას არასდროს ავიწყდებოდა გამარჯობა-ნახვამდის თქმა და ამ სიტყვებსაც განსაკუთრებულად სათნო ღიმილით გადმოგცემდა, ისეთით სიცოცხლის ხალისს რომ შეგმატებდა.

    ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მომხიბვლელი და განსაკუთრებული ჩაცმის სტილით გამოირჩეოდა. ვგიჟდებოდი მის გემოვნებაზე. ეს მისთვისაც ბევრჯერ მითქვამს... დიახ, ვაძლევდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩვეულებრივად მეთქვა მასწავლებლისთვის კომპლიმენტი, რადგან ირმა მასი ზუსტად ასეთ ლაღ ურთიერთობას ამყარებდა შენთან. როცა უხვი კომპლიმენტებით შევამკობდი, ყოველთვის იფერებდა ხოლმე და ამაზე ბევრს ვიცინოდით.

    მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე თქვა „ ქართულ ენაში ყველაზე ლამაზი სიტყვა მიყვარხარ არის, რადგან იმ ყველა ყურში მოსახვედრი ბგერის ჩაქსოვით ზუსტად გადმოსცემს თავის შინაარსსო"


    მიყვარხართ, ირმა მას!

    გული მწყდება, რომ ასე ადრე წახვედით ჩვენგან. გული მწყდება, რომ ჩემს ბოლო ზარზე ვერ გიხილავთ და ვერ მოვისმენ მოსალოც სიტყვებს, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

    ნახვამდის, მას... იცოდეთ, რომ არასდროს, ა რ ა ს დ რ ო ს დაგივიწყებთ."
    - წერს გარდაცვლილის ახლობელი დუდუ კევანიშვილი, სოციალურ ქსელში.