სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მძღოლი ნასვამი იყო", - მცხეთაში ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

    "მძღოლი ნასვამი იყო", - მცხეთაში ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოფელ წილკანში ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლო პერიოდში მეორე ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაიცვალა ნინო ამნიაშვილი.

    როგორც იწერება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და მეორე მანქანის მძღოლი, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს.

    "უფალმა დაგიმკვიდრის ცათა სასუფეველი. ჩემო თბილი და კეთილო გოგო მუდამ ის ნინო იქნები ჩემ გულში როგორსაც გიცნობდი ისევ ის ხალისიანი და ღიმით სავსე, ჩემო ძვირფასო ნეტა ჩამოვსულიყავი გუშინწინ რო მომწერე ჩამოიარეო და ბოლოჯერ მაინც გნახავდი კიდე,ნინო ჩვენი თითოეულის გულისტკივილი ხარ ძვირფასო.", - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.