სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პირველი დიდი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა

    პირველი დიდი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურს, სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია.

    ყველასთვის მოულოდნელად, ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, არგენტინამ საუდის არაბეთთან მინიმალური სხვაობით 1:2 წააგო.

    შეხვედრის მე-10 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ანგარიში ლიოენლ მესიმ გახსნა და არგენტინელებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

    მეორე ტაიმის სტარტზევე, ალ შეჰრიმ წონასწორობა აღადგინა (48), რასაც ზუსტად ხუთ წუთში ალ დავსარის ულამაზესი გოლი მოჰყვა.

    ცნობისთვის, არგენტინელები მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.