სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილი თურქი მსახიობები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ - ცნობილია მათი ვინაობაც

    ცნობილი თურქი მსახიობები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ - ცნობილია მათი ვინაობაც
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში, გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ცნობილი მსახიობის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზევე გარდაიცვალნენ მსახიოები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში.

    გარდა დაღუპულებისა, დაშავებულები არიან ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი. ერთ-ერთი დაშავებული ცნობილ სერიალ "ელჩის ქალიშვილში" მონაწილეობს.

    ადგილობრივი მედიის მტკიცებით, მიკროავტობუსი, რომელსაც გეზი სამსუნისკენ ჰქონდა აღებული, სატვირთო მანქანას შეეჯახა.