სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როცა მეგობარმა უთხრა არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა..", - მამა შალვა ვაკის პარკის ტრაგედიაზე

    "როცა მეგობარმა უთხრა არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა..", - მამა შალვა ვაკის პარკის ტრაგედიაზე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარტია მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მამა შალვა კეკელიამ იქადაგა:

    "დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ…

    ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი
    ", – თქვა მამა შალვამ.

    ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაიცვალა 13 წლის მარტია მეფარიშვილი.