სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ მიფიქრია, თუ ასე სწრაფად..." - მოიხადა, თუ არა თეონა დოლენჯაშვილმა ბოდიში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკულ პოსტზე?

    "არ მიფიქრია, თუ ასე სწრაფად..." - მოიხადა, თუ არა თეონა დოლენჯაშვილმა ბოდიში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკულ პოსტზე?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თეონა დოლენჯაშვილმა "მეტრონომანთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკული პოსტის შესახებ ბოდიში მოიხადა.

    "სკოლაში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს.

    გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. სასურველია, თუ ეს ინფო წაიშლება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა "მეტრონომთან" საუბარში.