სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია, რამდენი ადამიანი დაშავდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად

    ცნობილია, რამდენი ადამიანი დაშავდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა.

    ქვეყნის დასავლეთ ნაწილი, კერძოდ, ქალაქი დუზჯე მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

    მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

    მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დღეს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას თურქეთის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს

    რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.