სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ინფორმაცია...“ - თელასის საგანგებო მიმართვა მოსახლეობას

    "გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ინფორმაცია...“  - თელასის საგანგებო მიმართვა მოსახლეობას
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თელასი მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ.

    იხილეთ განცხადება.

    "ელექტროტრავმატიზმის პრევენციის მიზნით, სს „თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაუყოვნებლივ აცნობონ ინფორმაცია კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ.

    საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის; გაშიშვლებული კაბელის; სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ სთხოვს მოსახლეობას შეატყობინონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის.

    მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“,
    - აღნიშნულია განცხადებაში.