სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი

    რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა.

    "ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს - ახალშობილი მოკლეს",
    - აცხადებს სტარუხი.

    გავრცეებული ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.