სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა იყო ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი? - ექსკლუზიური დეტალები

    რა იყო ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი? - ექსკლუზიური დეტალები
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა ჩა­ცხრი­ლეს. მას 20 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.

    ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა 53 წლის იყო.

    როგორც ცნობილია, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა მის ბუ­ღალ­ტერ­თან ერ­თად სახ­ლში, კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ერთ-ერთ მო­სახ­ვევ­ში მას ბუჩ­ქებ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა ორმა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ბიზ­ნეს­მე­ნი ად­გილ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თან­მხლე­ბი პირი კი გა­იქ­ცა, მის­თვის არც არა­ვის უს­ვრია.

    მკვლე­ლო­ბა ბიზ­ნეს­წი­ლებს არ უკავ­შირ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, საქ­მე შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს - ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას.

    ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, მა­მის ორ­მოც­ზე და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

    "რო­გორც ჩანს, გია კვა­რა­ცხე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და. ცნო­ბი­ლია, რომ ლევან კაჭარავა ძმებ კა­კუ­ლი­ებ­თან ახ­ლობ­ლობ­და. გიას სა­მიზ­ნე ძმე­ბი არი­ან, მათ ცი­ხე­ში ვერ მის­წვდა, სა­მა­გი­ე­როდ, მისი შუ­რის­ძი­ე­ბა კა­კუ­ლი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სომ­ხეთ­ში გა­და­სუ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) კა­ჭა­რა­ვამ და­ა­ფი­ნან­სა. კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­ჩერ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა, შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლთა რი­ცხვიც გა­ი­ზარ­დოს", - უყვება ერთ-ერთი მოქალაქე ambebi.ge-ის.