სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტვინის ნაწილები ძირს ეყარა, ამ კაცმა მოკლა ანგელოზივით ცოლი" - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სანადირო თოფით მოკლა

    "ტვინის ნაწილები ძირს ეყარა, ამ კაცმა მოკლა ანგელოზივით ცოლი" - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სანადირო თოფით მოკლა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით დაჭრა და ის დილით გარდაიცვალა.

    დაშავებული წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ამის შესახებ მოკლული ქალის, მარიამ აბაზაძის არასრულწლოვანი შვილების ადვოკატმა, ელისო რუხაძემ ისაუბრა.

    "თუ არასრულწლოვნების მამას შეურაცხადობა დაუდგინდა, რაც ამ ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, როცა ფემიციდის საქმეებზე ძირითადად შეურაცხადობა დგინდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მათთვის – ასეთ შემთხვევაში, ვერც სახელმწიფოსგან მიიღებენ კომპენსაციას, ვერც მამისგან, რადგან შეურაცხადია და ბავშვები ჰაერში რჩებიან.

    უფროსმა ბავშვმა, რომელიც 10 წლისაა, დედის გარდაცვალება ძალიან მძიმედ განიცადა. მეორე შვილი 6 წლისაა, ფსიქოლოგების დაკვირვებით, ორივეს დაუდგინდა ტანჯვა, ასევე ჩვენი მხრიდან ჩართვის შემდეგ, გამოვლინდა მამის მხრიდან ძალადობის ფაქტებიც, არიან დაზარალებულად ცნობილები.

    თუ არასრულწლოვნების მამას შეურაცხადობა დაუდგინდა, რაც ამ ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, როცა ფემიციდის საქმეებზე ძირითადად შეურაცხადობა დგინდება, ეს ძალიან ცუდი იქნება ბავშვებისთვის, რადგან მამას კომპენსაციას ვერ მოსთხოვენ.

    წარმოიდგინეთ: დედა გარდაიცვალა, მამა შეურაცხადია და ფსიქიატრიულში განათავსებენ, სადაც 1-იდან 4 წლამდე მკურნალობა უნდა გაიაროს, (ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა დაახლოებით პრაქტიკა ასეთია] და ამ დროს, ყველაზე ცუდი შედეგი ბავშვებისთვის დგება: ვერც სახელმწიფოსგან იღებენ კომპენსაციას, ვერც მამისგან, რადგან შეურაცხადია და ასეთ ადამიანს კანონი კომპენსაციას ვერ სთხოვს, ბავშვები ჰაერში კი რჩებიან.

    სავარაუდოდ, დედის გარდაცვალების პენსია დაენიშნებათ, რაც ვიცით, რომ ჩვენს სახელმწიფოში ძალიან მცირეა. დავას აუცილებლად გავაგრძელებთ", -განაცხადა "ფორტუნასთან" ინტერვიუში ელისო რუხაძემ.