სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ გაქვთ 2-3 ცალი მწიფე ბანანი, მოამზადეთ ეს უმარტივესი ნამცხვარი

    თუ გაქვთ 2-3 ცალი მწიფე ბანანი, მოამზადეთ ეს უმარტივესი ნამცხვარი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინგრედიენტები

    კვერცხი - 3 ც
    ნიგოზი - 100 გ
    შაქარი - 200 გ
    ბანანი - 300 გ
    ფქვილი - 200 გ
    ვანილი
    დარიჩინი
    ზეთი - 0.5 ჭიქა
    გამაფხვიერებელი - 1 სკ

    მომზადების წესი

    ბანანი დავჭყლიტოთ კარგად. მოვხალოთ ნიგოზი და დავაჩოფეროთ. ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დავუმატოთ ბანანი, ვანილი, დარიჩინი, დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ამოვურიოთ, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 40-45 წთ.

    წყარო: გემრიელია.ჯი