ცნობილი მსახიობი გიორგი ყიფშიძე 45 წელის გახდა.
მის იუბილემდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასაკის, დაბადების დღის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ
"22 ნოემბერს 45 წლის ვხდები. ბიჭო, რა ამბავია… რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რა სწრაფად გარბის დრო. სკოლის ასაკში ვფიქრობდი, რომ 18 წლის ვერ გავხდებოდი. 18-ის რომ გავხდი, მას მერე ზეგ გავხდი 35-ის და მაზეგ 45-ის…“- ამბობს მსახიობი.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობამ და გარეგნობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს და როგორც თავადაც აღნიშნავს, ის თავს კარგად ვერ გრძნობს.