სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

    მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
    3 დღის და 6 საათის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გავრცელებული სამწუხარო ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი მსახიობი და სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    თამარ სხირტლაძემ, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც "მსახიობი ასაკის გარეშე". სცენაზე 70 წელი გაატარა.

    "ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობა დღეს ზეციურ საქართველოს!!! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!!!“, - წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.