სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ახლა გავიაზრე, რომ კვლავ მჭირს სიკვდილი" - გიორგი გილიგაშვილი

    "ახლა გავიაზრე, რომ კვლავ მჭირს სიკვდილი" -  გიორგი გილიგაშვილი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოება აქტიურად აალაპარაკა ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის, გიორგი გილიგაშვილის ირგვლივ გავრცელებულმა ინფორმაციამ. როგორც ირკვევა, მას ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში ქვეყანა კოვიდს ებრძოდა და მედიკოსების მოცდენა საჭიროდ არ ჩათვალა. საბოლოოდ, უახლოესი მეგობრის, ირაკლი მაქაცარიას მოთხოვნით, კლინიკაში კვლევაზე მივიდა.

    მეგობრები გაერთიანდნენ და გიორგი სასწრაფოდ თურქეთში გაემგზავრა. ამოღებული 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი აღმოჩნდა. კვლევების შემდეგ გიორგი გილიგაშვილმა უმძიმეს სენზე გაიმარჯვა და შეიძლება ითქვას, თავის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალა.

    მკურნალობის შემდეგ გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში გამოჩნდა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

    „ჩემი სნეულებიდან გამომდინარე, ეს მაინც არ იყო ცუდი პერიოდი. ასე არ მსურს დარჩეს ცუდ პერიოდად. ეს იყო სწავლების პერიოდი ჩემი საკუთარი თავის უფრო მეტად დაკვირვების, შეცნობისთვის. ახლა, როდესაც აღარ მჭირს სნეულება, გავიაზრე, რომ კვლავ მჭირს სიკვდილი. თუ არ ვიწამებთ, რომ ჩვენი ღმერთი არის სიკვდილითა სიკვდილისა დამთგრუნველი, ყოველთვის ვიქნებით სნეულები და შიშის ქვეშ ვიცხოვრებთ…“- ამბობს გილიგაშვილი.