სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 12 წლის ბავშვი დედა ხდება, "თოჯინობანა ჰგონია დედობანა" - ბაია პატარაია

    12 წლის ბავშვი დედა ხდება, "თოჯინობანა ჰგონია დედობანა" - ბაია პატარაია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    23 ნოემბერს, თბილისში, 12 წლის ბავშვი დედა გახდა. მან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა. გოგონა რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. მოუმწიფებელი ორგანიზმისა და ასაკის გათვალისწინებით, ექიმები მოზარდს განსაკუთრებულ კონტროლს უწევდნენ. როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც და ნაყოფიც თავს კარგად გრძნობენ.

    აღნიშნულ საკითხზე პოლიციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. მათ დაკითხეს როგორც გოგონა, ისე მისი მეგობარიც, რომელიც ბავშვის მამაა და თავადაც არასრულწლოვანია.
    გოგონას ოჯახი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
    ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით უკვე დაწყებულია.

    აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება უფლებადამცველი ბაია პატარაია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

    ,,12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა".
    მისი თქმით დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივ ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო. ამიტომ მოუწოდებს საზოგადოებას, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისა და გაუპატიურების კანონის ცვილების მოთხოვნისაკენ.