სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სად იქნება საქართველო ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა" - გონჩარენკო

    "სად იქნება საქართველო ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა" -  გონჩარენკო
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" უკრაინის ევროპულ მომავალზე საუბრისას საქართველოს თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

    მისი თქმით, საქართველომ 9 თვიანი ომის განმავლობაში, ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს. არ არსებობს მკაფიო პოზიცია, მაგრამ გონჩარენკო აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ გავიგებთ ვინ სად იქნება. უკრაინა აუცილებლად გახდება თავისუფალი ევროპის ნაწილი და სად იქნება საქართველო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ამის მიზეზი, მაშინ მის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ და ამის შესახებ ჩვენ ევროპარლამენტში ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.

    გონჩარენკო კრემლის ულტიმატუმსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება.

    რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, ტეროროსტული ფაქატია. არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მათ ულტიმატუმს არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. ჩვენ არ ვართ მზად, რომ რუსეთის ულტიმატუმებს დავთანხმდეთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გავანაგურებთ, - ამბობს გონჩარენკო.