სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ მინდა პოლიტიკოსობა... ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის..." - ნახეთ რას ჰყვებიან შვილები მიხეილ სააკაშვილზე

    "არ მინდა პოლიტიკოსობა... ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის..." - ნახეთ რას ჰყვებიან შვილები მიხეილ სააკაშვილზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილებმა, მამაზე "მთავარი არხის" ერთ-ერთ სიუჟეტში ისაუბრეს.

    "აქ რომ ჩამოვიდა, მეც ფეისბუქით გავიგე, ისევე, როგორც ყველამ... ონლაინსკოლა იყო იმ პერიოდში და ისეთ ემოციებში ვიყავი და ისეთი შოკი იყო, საერთოდ ვერ ვსწავლობდ, ემოციებში ვიყავი..."- ამბობს 16 წლის ნიკოლოზი.

    ნიკოლოზი იმასაც აღნიშნავს, რომ ახლა ძალიან ახლოა მამასთან, ყოფილ პრეზიდენტს კვირაში ერთხელ ნახულობს და საუბრობენ ისეთ თემებზე, რისთვისაც აქამდე დრო არ ჰქონდათ. "კარგია ეს ჩვენი ურთიერთობისთვის... მას ხშირად ველაპარაკები, როგორც უბრალოდ, შვილი მამას".

    მიხედავად მამის პროფესიისა ნიკოლოზს პოლოტიკოსობა არ სურს. "არ მინდა პოლიტიკოსობა... ისედაც არ ვფიქრობდი და ახლა უეჭველად ვიცი, რომ ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის..."- ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.

    რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ნიკოლოზიც ფიქრობს რომ უმჯობესია ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

    ნიკოლოზის უფროსი ძმა ედუარდ სააკაშვილი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს, შეგახსენებთ რომ ის დაქორწნილებულია.

    რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის ელის მარია სააკაშვილს, ის მართალია სულ რაღაც 2 წლისაა, მაგრამ მამაზე კითხვებს მაინც პასუხობს.

    შეგახსენებთ, რომ უკვე 1 წელია რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და პატიმრობაში იმყოფება.