სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ დღეს რამეს მივაღწიე, მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა" - ნახეთ რას ჰყვება პოპულარული ვიდეოების ავტორი

    "თუ დღეს რამეს მივაღწიე, მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა" - ნახეთ რას ჰყვება პოპულარული ვიდეოების ავტორი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირაკლი ჟვანია, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, ფიტნესინსტრუქტორი და ამავდროულად, კონტენტ კრეატორია. ირაკლი ხშირად მშობლების ყველაზე ცნობილ ფრაზებსა და გამონათქვამებს აცოცხლებს, თავად ირგებს სხვადასხვა როლს და სახალისო კონტენტს ქმნის.

    საზოგადოებას მისი ვიდეოები ძალიან მოსწონს.

    "პირველი ვიდეო 1 წლის წინ გადავიღე და უბრალოდ ავტვირთე ტიკტოკზე. 1 დღეში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა. ხალხს ძალიან მოეწონა, მას მერე არ გავჩერებულვარ და ვქმნი კონტენტს. ვცდილობ, მოზარდებზე კარგი
    გავლენა ვიქონიო. არც ერთ ჩემს ვიდეოში ცენზურა დარღვეული არ არის და არც რაიმე ცუდია წახალისებული. ეს ჩემი სტილი არ არის."
    ამბობს ირაკლი.

    ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლის ჰკითხეს თუ როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, რაზეც მან უპასუხა: "ერთ-ერთი გამორჩეული ვარ იმ კუთხით, რომ ჰეითერები, უარყოფითი კომენტარების ავტორები არ მყავს. ეგეთი შემთხვევა არც მახსენდება."

    რაც შეეხება იმას, თუ როგორია სოციალურ ქსელებს გარეთ მისი ცხოვრება, ის პასუხობს:

    "10 წელია, ფიტნესით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს ვარჯიში. მიყვარს, როცა ხალხს უანგაროდ ვეხმარები და დამიჯერეთ, ამ 10 წლის მანძილზე ბევრი ადამიანი დავაყენე ფეხზე. სინამდვილეში, ტიკტოკერზე უფრო კარგი ტრენერი ვარ . მიყვარს კითხვა და როგორც კი საშუალება მაქვს, მე და წიგნი მარტო ვრჩებით."

    კითხვაზე თუ როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ ადამიანებს ასე ძალიან მისი ვიდეობი და ცნობილ გმირებს როგორ ქმნის რომელთა შორის დედისა და შვილის დიალოგები ძალიან პოპულალურია მისი პასუხი ასეთია:

    "რაც შეეხება დედას, მინდა ყველამ იცოდეს, რომ საუკეთესო დედა მყავს. პატარა რომ ვიყავი, მკაცრი იყო და მესმის, რატომაც. დედასთან ერთად, ობლად გავიზარდე და მან მამის როლიც მოირგო. თუ რამეს მივაღწიე და დღეს რამეს წარმოვადგენ, მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. P.S. ახლა ძალიან თბილია
    ."

    ირაკლიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ახლანდელი შემოთავაზებებიც ახსენა.

    "თავიდან არც მიფიქრია, რომ ამით რაიმე თანხის შოვნა შეიძლებოდა. უბრალოდ, გასართობად ვიღებდი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 6 სპონსორი მყავს და შემოსავლის წყაროდ იქცა. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს. ერთ ადგილზე ყოფნა არ მიყვარს. მუდმივად ვცდილობ განვითარებას. ხალხი ძალიან დიდ ძალას მაძლევს, სითბოსა და სიყვარულს მჩუქნიან. ქუჩაში რომ გავდივარ, ვხვდები, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს და ვეცდები, მათ იმედები არ გავუცრუო."