დეკანოზი, ზაზა თევზაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში იმ ბერ-მონაზვნებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყნაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად მდიდრულად ცხოვრებენ და ასეთ განნცხადებას აკეთებს:
"ადამიანები ნაგავში რომ იქექებიან და შენ რომ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, რა პასუხს აძლევ ღმერთს?! რწმენა არის გონება და სუფთა სინდისი, ასე ვაშენებდით და ასე მოვიტანეთ საქართველო. თუ ეს ასე არ გაგრძელდა, ჩვენს ადგილს სხვა დაიკავებს და არავითარი ღვთისმშობლის წილხვედრობა არ გვიშველის" - ამბობს დეკანოზი.