სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ" - მელია

    "ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ" - მელია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი პოლიტიკოსი, ნიკა მელია ეხმიანება ქვეყანაში გახმაურებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს. იგი შეშფოთებულია და აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

    "დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
    სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყოველდღიურად ძალადობენ ქალებზე.
    ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ.
    რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?!
    ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან - ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ, ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას - დაპირისპირებულ მხარეები ჩერდებოდნენ, როცა მათ შორის ჩნდებოდა ქალი მანდილით.
    ევროკომიისს 12 პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ეხება სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ ბრძოლას. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ საკითხში მაინც სადავო, რატომ ვერ უნდა ვთანხმდებოდეთ? ერთადერთი მიზეზი არის ნების არარსებობა!
    ჩემი პატივისცემა ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ იბრძვის!
    ჩემი თანადგომა ყველა ქალს, რომელზეც ძალადობენ, ჩაგრავენ და ავიწროებენ."

    წერს მელია.