სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თამილა და ლევანი რომ დაქორწინდნენ, ეს იყო შოკი...“ - ნახეთ რას წერს თერჯოლაში მოკლული ქალის ნათესავი

    "თამილა და ლევანი რომ დაქორწინდნენ, ეს იყო შოკი...“ - ნახეთ  რას წერს თერჯოლაში მოკლული ქალის ნათესავი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თერჯოლაში მოკლული ქალის, რომელსაც ყოფილმა ქმარმა საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, 37 წლის თამილა ლილუაშვილის ნათესავი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას წყვილის გაცნობის ისტორიას და მათ შემდგომ ისტორიას უყვება.

    "თამილა დედაჩემის უფროსი დის შვილიშვილი იყო. ჩვენ 90-იან წლების ბავშვები ვიყავით... ზაფხულის მოსვლა მიხაროდა ხოლმე, როგორც კი დაგვითხოვდა სკოლა, მეორე დღეს მათთან ვიყავი თერჯოლაში. თამილა იქ ცხოვრობდა. მისი ყოფილი მეუღლეც ქუთაისიდან ჩამოდიოდა დასთან, რომელიც ჩვენს გვერდით სახლში იყო გამოთხოვილი.

    ივსებოდა მთელი კუთხე იქაური თუ ჩამოსული სტუმარი ბავშვებით. ბევრი თბილისელი იყო ქუთაისიდან მე ლეო და თამთა ვიყავით მხოლოდ... როცა ვთამაშობდით, ვეჯიბრებოდით, ან კუთხეებზე ვქომაგობდით ჩვენ სულ უმცირესობაში ვიყავით...

    თამილას უყვარდა ქუთაისი, როცა მე მოვდიოდი სახლში, მერე ის მომყვებოდა ხოლმე. სკოლა წარჩინებით დაასრულა, მერე უნივერსიტეტი, დახელოვნების ინსტიტუტში ინგლისურის ლექციებს კითხულობდა. ამ დროს ლევანი საქართველოში აღარ ცხოვრობდა. მე ოჯახი შევქმენი და თერჯოლაში ვეღარ ჩავდიოდი, მის მერე წლები გავიდა....

    ერთხელაც გავიგე, რომ თამილა და ლევანი დაქორწინდნენ. ეს იყო შოკი. ამას არავინ ელოდა საერთოდ, არავინ არცერთი მხარე... მერე??? მერე ის, რომ თამილას სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე, უყვარდა ბოლო ამოსუნთქვამდე... იმას ის ბავშვი უყვარდა მასში, იმ წლებში რომ ანგელოზი იყო სულით ხორცამდე და არა ის მხეცი, რომელიც 12 წელი აწამებდა გათხოვებიდან 1 წლის მერე.

    რამდენს ითმენდა, „შვილებს მამაც უნდათ, ელე, რა ვქნა, ფხიზელი ისევ ისეთია, თბილი როგორსაც შენ იცნობ, სიმთვრალე აქვს ცუდიო... მაინც ამართლებდა იყო დრო. მერე მიხვდა, რომ ბავშვები იყო ცოდო ასეთი მამის გვერდით და გამოშორდა არა ერთგზის. მაინც უბრუნდებოდა, უყვარდა, ვერ თმობდა, ისიც არ ეშვებოდა, ემუდარებოდა დაბრუნებულიყო.

    ერთხელ, როცა გაშორებულს სახლში მიუვარდა დედასთან, უკვე ჩემებმა მიმართეს პოლიციას... შემაკავებელი ჰქონდა გამოწერილი უკვე, წლები... მხოლოდ შვილები მიჰყავდა ქუთაისში დასვენების დღეებში, ბებოსთან ლეოს. თამილა თერჯოლაში გადავიდა სამუშაოდ, მოსწავლეები ჰყავდა, თან მარკეტი „მაგნიტის“ მენეჯერი იყო. წვალობდა მარტოხელა დედა, უპატიოსნესი გოგონა. ალალი, უენო, მომთმენი. რამდენ რამეს მალავდა ვინ იცის, ჩუმად თუ იტირებდა ხოლმე. სულ ასეთი იყო, სულ, რაც თავი მახსოვს, მასთან ერთად.

    ამ ბოლო დროს უკვე კატეგორიულად უთქვამს, ან შემირიგდები ან მოგკლავო. არაერთხელ დახვედრია ქუჩაში და გადაურჩენიათ კამათის დროს სხვებს.

    გუშინ განზრახ იყიდა ბენზინი, შევიდა მარკეტში, ოთახში, სადაც თამილა იყო, კარი ჩაკეტა და დაუწყო თურმე შანტაჟი. გოგონებს კარგი ვერ გაუღიათ ვერაფრით, ეს წუთებში ხდება და ვერაფერს გახდები... ვერ აღწერ იქ რა საცოდაობა მომხდარა. ყვიროდა 3 წუთი თურმე, სახელებს გოგონების მიშველეთო.

    აალდა საწვავი და რაშიც იყო მოთავსებული ის ბოთლი, გასკდა ისეთი სიმძლავრით, რომ კარი გაიტანა, მინებიც კი ჩამსვრეულა გარეთ... თამილას ლამაზი სხეულიდან თითქმის აღარაფერი დარჩენილა...

    დარჩა ობოლი ბავშვები ბებოს და ბაბუს დასახიჩრებული და ჩამწარებული ბავშვობით. ნათელი და უფალი იყოს შენთან ჩემო ლამაზო თამილა... არავის ღმერთო ასეთი სიკვდილი“.
    - წერს გარდაცვლილის ნათესავი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა კაციც რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, მას აღენიშნებოდა 70%-იანი დამწვრობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.