სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყოველთვის აღვუდგები წინ ბაბულიკობას და..." - რას წერს გურამ შეროზია

    "ყოველთვის აღვუდგები წინ ბაბულიკობას და..." - რას წერს გურამ შეროზია
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ქალების მიმართ ძალადობაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    "ელენა იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი, რომელიც მიიღებს განათლებას, ექნება ყველაფერი თავისით და არასდროს დაუხრის თავს რომელიმე მუტრუკს!

    მე ყველაფერს გავაკეთებ, სანამ ელენა გაიზრდება: დავახვედრო ისეთი გარემო, სადაც ქალები სრულფასოვნად შეძლებენ ცხოვრებას და ყოველ დღე დღევანდელის მსგავს ნიუსებს აღარ გავიგებთ!

    არ გავჩუმდები არასდროს და ყოველთვის აღვუდგები წინ მასკულინურ გადმონაშთებს, ბაბულიკობას და ქალების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას!

    ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, უკლებლივ ყველა", - წერს შეროზია.