აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ნატალია რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.
უფალს ებარებოდეს მისი ნათელი სული, იქ სადაც მართალნი განისვენებენ", - აქვეყნებს განცხადებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.