სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გუშინ ამ თემაზე ვისაუბრეთ მე და დათუნამ“ - გაიგეთ ყიდის თუ არა თი მაჭავარიანი სახლს

    "გუშინ ამ თემაზე ვისაუბრეთ მე და დათუნამ“ - გაიგეთ  ყიდის თუ არა თი მაჭავარიანი სახლს
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეგახსენებთ, რომ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე თი მაჭავარიანი, რომელმაც უკვე დატოვა პროექტი, ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია.

    ახლა კი მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, თი თხოვდება.

    გამომწერების ინტერესი ინფლუენსერის ცხოვრების მიმართ არ წყდება, ისინი მას ხშირად უსვამენ კითხვებს და თიც ყოველთვის პასუხობს.

    ამჯერად საზოგადოება დაინტერესდა თუ რატომ ყიდის ბინას, რაზეც ინფლუენსერი პასუხობს:

    "გუშინ ამ თემაზე ვისაუბრეთ მე და დათუნამ და მომაწოდა ასეთი იდეა, რომ ამ ეტაპზე სახლი არ უნდა გავყიდო, იმიტომ, რომ ახლა ბინის ქირაში ფულის გადახდა იქნება ძალიან დიდი სისულელე. დავჯერდებით იმას რაც გვაქვს და მომავალი კვირიდან დავიწყებ, იმაზე ზრუნვას, რომ სახლი გავამზადო, გადავიტანო ჩემი პირადი ნივთები და საახალწლოდ უკვე იმ სახლში შევხვდებით ერთად, შემდეგ უკვე ვიზურეებ ბავშვების გადმოყვანაზე“, - აღნიშნავს თი მაჭავარიანი.