სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 2 პირი ფიზიკურად გაუსწორდა

    როგორია მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 2 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მონაზონი, რომელსაც ხაშურის და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

    როგორც აქამდე იწერებოდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მონაზონი რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს.

    შეგახსენებთ, სამწუხარო ფაქტი 26 ნოემბერს, გვიან ღამით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მოხდა - დედა მონასტერში ორი პირი შეიჭრა, მონაზონი სცემეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი გააუპატიურა.