სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • BBC: იტალიაში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

    BBC: იტალიაში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა - როგორც BBC იტყობინება, მეწყერი რეგიონში რამდენიმე დღიანმა, გადაუღებელმა და ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

    მიწის მასამ დააზიანა შენობები, ხეები და ავტომობილები ზღვაში შეიტანა. ათობით სახლი და შენობა-ნაგებობა გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი.

    როგორც იწერება, მაშველებმა ერთი ქალის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.