ცნობილმა მსახიობმა, შერონ სტოუნმა გამოცემა People-თან ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
მსახიობი ამბობს, რომ მას მუცელი ცხრაჯერ მოეშალა. ამ ამბავს აქამდე ის საგანგებოდ მალავდა. 64 წლის მსახიობმა დასძინა, რომ ამ პრობლემას ქალები ზოგადად მარტო უმკლავდებიან და ეს დიდი ტრაგედიაა.
"ქალებს არ აქვთ სპეციალური ფორუმი, სადაც ასეთ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა. ეს არა არის წვრილმანი, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, ჩვენ იძულებულები ვართ, ეს მარტო გადავიტანოთ", - ამბობს მსახიობი.