სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ როგორ მოვამზადოთ ქათმის სადღესასწაულო სალათა მანდარინით

    ნახეთ როგორ მოვამზადოთ ქათმის სადღესასწაულო სალათა მანდარინით
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნახეთ როგორ უნდა მოვამზადოთ ბევრისთვის საყვარელი ქათმის სადღესასწაულო სალათა მანდარინით.

    ინგრედიენტები

    პილპილი
    მარილი
    მაიონეზი
    სალათის ფოთოლი - 5.00 ცალი
    ვაშლი - 2.00 ცალი
    მანდარინი - 2.00 ცალი
    კვერცხი - 2.00 ცალი
    ქათმის ფილე - 300.00 გ

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე მოხარშეთ მარილწყალში,გააციეთ და დაჭერით კუბებად.
    მოხარშეთ კვერცხი მაგრად, ცილა დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხოლო გული მოსართავად შეინახეთ.

    გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით კუბებად. გაითვალისწინეთ, უმჯობესია მწვანე ვაშლის გამოყენება.

    მანდარინი გაფრცქვენით და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

    აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი.

    სალათის ფოთლები დადეთ თეფშზე, მოათავსეთ მასზე სალათა და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: გემრიელია.ჯი