სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დათის მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც..." - ავარიაში მოყოლილი ბავშის ოჯახის განცხადება

    "დათის მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც..." - ავარიაში მოყოლილი ბავშის ოჯახის განცხადება
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შარტავას ქუჩაზე ავტოავარიაში მოყოლილმა 8 წლის დათამ კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადება.

    "გუშინ დათის ისრაელის კლინიკაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.შარდის ჟონვის გამო, დაიხურა შარდის ბუშტი. ვიმედოვნებთ,რომ შეხორცების პროცესი წარმატებით დასრულდება."

    "დათის კვლავ უგრძელდება მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ტკივილები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდება ჩვენი სუპერგმირი და შევძლებთ გამოჯანსაღების ეტაპზე გადასვლას."

    "დათისა და მისი ოჯახის გვერდით მყოფო ადამიანებო, მადლობას გიხდით და გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ!" - წერია განცხადებაში.

    მიმღები:ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
    TBC:
    #GE05TB7962745064300024
    BOG:
    #GE90BG0000000101545483