სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოქროს მოწმე გამოჩნდა - ლევან კაჭარავას საქმეში უახლესი დეტალები გასაჯაროვდა

    ოქროს მოწმე გამოჩნდა - ლევან კაჭარავას საქმეში უახლესი დეტალები გასაჯაროვდა
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ბიზნესმენის ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე მოკვლევა გრძელდება. სანამ საგამოძიებო უწყება ახალ დეტალებს გაასაჯაროებს, ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი ქილერმა მოკლა და მათივე მტკიცებით, მან ქვეყანა უკვე დატოვა.

    ვრცელდება ინფორმაცია ოქროს მოწმის შესახებ. შემთხვევის დროს ბიზნესმენთან ერთად 32 წლის ფინანსისტი ირაკლი აბულაძე იმყოფებოდა, რომელიც უკვე გამოიკითხა.

    "კურიერის" ინფორამციით, ირაკლი აბულაძე უკვე იმყოფებოდა მოკლულის ოჯახში და მომხდარის დეტალებზე მათ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი აბულაძის თქმით, როდესაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილს მიმართულებით 20-ზე მეტი ტყვია გაისროლეს, მან ავტომობილი გააჩერა და გაქცევა სცადა, რა დროსაც დამნაშავეები მას მოუწოდებდნენ, რომ გაჩერებულიყო. აპირებდნენ თუ არა მისთვისაც სროლას, ეს უცნობია.

    გამოძიებამ უკვე დაიბარა იმ ავტობუსის მგზავრები, რომელთაც წყნეთის გზატკეცილზე - დანაშაულის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაიარეს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ