სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტილიკას შეკვეთილი მკვლელოვის სათავეში, რა თქმა უნდა, ივანიშვილი დგას" - შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენის სიკვდილზე

    "ტილიკას შეკვეთილი მკვლელოვის სათავეში, რა თქმა უნდა, ივანიშვილი დგას" - შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენის სიკვდილზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობას გამოეხმაურა პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი. მკვლელობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მომხდარში მთავარი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია.

    "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ივანიშვილმა 90-იანი წლების სისხლიან რუსეთში სწორედ შეკვეთილი მკვლელობებითაც დააგროვა პირველადი მილიონები. მარტო ჩაცხრილული ოთარ კვანტრიშვილი გავიხსენოთ. ჩემი პირადი აზრია, რომ გუშინ თბილისში ლევან კაჭარავას, იგივე “ტილიკას” შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მსხვერპლიც შემთხვევით არ იყო ფაქტობრივად გაქცეული საფრანგეთში დღიდან ამ რეჟიმის მოსვლისა. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ მოკლული მილიონერი მხედრიონის დამრტყმელ ბირთვში იყო და სწორედ მაშინ გაიტაცეს ივანიშვილის ძმა, რომლის გამოსყიდვაშიც ოლიგარქმა არსებული ინფორმაციით დიდი თანხა გადაუხადა მხედრიონს. მოკლედ ბევრი,რომ არ ვილაპარაკოთ ქვეყანას სათავეში ყველა უბედურებასთან ერთად ტერორისტიც უდგას" - წერს პოლიტიკოსი Facebook-ზე.

    შეგახსენებთ, რომ 53 წლის ბიზნესმენი ბაგებში, ავტომანქანაშივე ჩაცხრილეს.