სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ერთხელ მეც მოვძებნე კომენტარის ავტორი, მაგრამ...", - ხატია სიჭინავა მარიკა ბაკურაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

    "ერთხელ მეც მოვძებნე კომენტარის ავტორი, მაგრამ...", - ხატია სიჭინავა მარიკა ბაკურაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავაც გამოეხმაურა და წარულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა:

    "სხვათაშორის, ერთხელ მეც მოვძებნე კომენტარის ავტორი. რადგან ჩემს შვილებზე ეწერა საშინელი კომენტარი. რომ მეგონა ქალს ვეძებდი, ხელში შემრჩა 19 წლის ბიჭი. რა თქმა უნდა გავიგე სად სწავლობდა და “დავადექი”.

    ნუ ჩემი სახე ვინც მიცნობს იცის გაბრაზებულზე ჯეკ ბეღურას დის სახით ვმოძრაობ, მაგრამ იმის სახე რომ დამინახა სანამ რამეს ვეტყოდი დამასწრო და მკითხა: რამდენი ჩემნაირი ყ.. დაწერს რამეს თქვენზე ყველას ადგებითო? გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა...

    მას შემდეგ, თუ სადმე ჩემზე კომენტარი შემხვდა (არასდროს არ ვკითხულობ, მაგრამ თუ ვინმემ სქრინი ჩამიგდო) ღიმილით ვუყურებ და სულ იმ ბიჭის სიტყვები მახსენდება
    ", - წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.