სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამ გამოიწვია ბავშვების ავადმყოფა ხალხო? - მშობლები შოკში არიან

    რამ გამოიწვია ბავშვების ავადმყოფა ხალხო? - მშობლები შოკში არიან
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნინო მინდიაშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. ნინო მშობლებს დენში შესაერთებელი კოღოების საწინააღმდეგო მოწყობილობის შესახებ აფრთხილებს.

    როგორც ნინო იუწყება, ამ მოწყობილობის გამო მისი მეგობრის პატარა შვილები დაიწამლნენ და სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გახდნენ გადასაყვანები.

    "მეგობარს თურქეთის კლინიკაში უწევს ორი არასრულწლოვანი შვილი 3 და 5 წლის,
    ორივე ბავშვს ერთდროულად უკვე კარგა ხანია დაეწყო სისუსტე, თავის ტკივილი, პირღებინება, თვალის გუგები გაუფართოვდათ, პატარა უფრო მეტად იყო ცუდად... აქ უთხრეს, რომ ორგანიზმშია რაღაც მოწამლულები არიანო, სასწრაფოდ წაიყვანეს თურქეთში, ჩაუტარდათ ყველანაირი გამოკვლევა დააწვინეს ორივე კლინიკაში..
    ექიმმა ორივე ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, ორივე საკმაოდ ცუდადაა ოღონდ მოასწარით მოყვანა ჩვენთანო..
    არ გაინტერესებთ რა დაემართათ, რამ გამოიწვია ბავშვების ავადმყოფობა ხალხო?
    კოღოს საწინააღმდეგო სითხე რომაა... დენში, რომ უერთდება ის ჰქონია დედამის ჩართული მთელი ღამე ბავშვების ოთახში კოღოების გამო, თვეზე მეტია რაც ვხმარობო და ბავშვები მოიწამლნენ.. დაიშხამნენ.. მშობლები შოკში არიან.. მადლობა უფალს მალე მიაკითხეს ექიმს
    რა ვიცი თუ ვინმე ხმარობთ გადააგდეთ ხალხო,ბავშვების ოთახში მაინც ნუ იხმარებთ."
    - წერს ნინო.