სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ვიტესის ყოფილი ფეხბურთელი კლდიდან გადახტა და გარდაიცვალა

    VIDEO: ვიტესის ყოფილი ფეხბურთელი კლდიდან გადახტა და გარდაიცვალა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არნემის "ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი, მურად ლამრაბატე ოჯახთან ერთად ისვენებდა, როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა.

    31 წლის ფეხბურთელი მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ესპანეთში, კერძოდ, მალიორკაში, ისვენებდა. მურადმა გადაწყვიტა, რომ 30-მეტრიანი კლდიდან წყალში გადამხტარიყო, რაც მისთვის ფატალურად დასრულდა.

    ამ ყველაფერს მურადის მეუღლე იღებდა და შემზარავი სანახავია. როგორც ექიმები ვარაუდობენ, წყალში ჩავარდნისას მურადმა გონება დაკარგა და სწორედ ამის შედეგად დაიხრჩო.

    არნემის "ვიტესმა" უკვე მიუსამძიმრა ოჯახს:

    "კლუბი იზიარებს სამწუხარო სიახლეს. მურადი 2010/11 წლებში ჩვენთან თამაშობდა". - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

    იხილეთ ვიდეო: