სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილი ბრიტანული გამოცემა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებაზე წერს - რა გახდა ამის მიზეზი?

    ცნობილი ბრიტანული გამოცემა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებაზე წერს - რა გახდა ამის მიზეზი?
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი გამოცემა Independent-ი დედოფლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე წერს, რითაც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს.
    ელისაბედის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ძვლის კიბო განიხილება. აღნიშნულის შესახებ მწერალი ჯაილეს ბრანდრეტი თავის წიგნში "ელისაბედი: ინტიმური პორტრეტი" - წერს. როგორც ცნობილია, ბრანდრეტი დედოფალ ელისაბედსა და პრინც ფილიპთან დაახლოებული პირი და მათი მეგობარი იყო.

    "მე არაერთგზის მომისმენია, რომ დედოფალს დაუსვეს მიელომას დიაგნოზი. ამით აიხსნება მისი წონაში მკვეთრი კლება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება" - წერია წიგნში.

    დედოფალი ელისაბედი 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზებზე სამეფოში არ უსაუბრიათ.