სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლევან საგინაშვილი: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამის გამო გაღიზიანდა"

    ლევან საგინაშვილი: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამის გამო გაღიზიანდა"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა, დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

    საგინაშვინმა კანადელი დევონ ლარატი დაამარცხა, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. ის აშშ-ში საუკეთესო მკლავჭიდელად ითვლება. ქართველმა ჰალკმა ის 6-0 დაამარცხა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.

    "მადლობა დევონს იმ შეფასებისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გააკეთა. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადე. დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. შესაძლოა, ზედმეტად ემოციური ვიყავი გამოსვლის დროს, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც გაღიზიანდა. ბევრი ღირსეული მოწინააღმდეგე მყავს, ყოველთვის ვგრძნობ მათ სუნთქვას. თუ დევონს სურვილი ექნება, რემატჩისთვისაც მზად ვარ. შემდეგში ვისთანაც შეხვედრა მსურს ეს დენის ციპლენკოვია."- განაცხადა ლევანმა.