ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ბუღალტერს, რომელმაც ბიუჯეტის 142 629 ლარი აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სამცხე ჯავახეთის საინფორმაციო წყაროს ინფორმაციით, ყოფილი ბუღალტერი 6 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი ექნება, 4 წელი კი გამოსაცდელი ვადა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი მიმდინარე წლის მაისში დააკავა.