სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბათუმში საქართველოს ბანკზე თავდასხმაა - დამნაშავე უკვე დაკავებულია

    ბათუმში საქართველოს ბანკზე თავდასხმაა - დამნაშავე უკვე დაკავებულია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 

    მან მძევლების აყვანა სცადა, თუმცა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. თანამშრომლები ამობენ, რომ თავდამსხმელი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ის ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

    მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236 - ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.