სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს, რომ გვეს­რო­ლოს ტა­ლა­ხი, ავი­ტანთ, რად­გან..." - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე

    "თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს, რომ გვეს­რო­ლოს ტა­ლა­ხი, ავი­ტანთ, რად­გან..." - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომღერალს, ბაბი კირ­კი­ტა­ძე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკან­დალ­ი შეემთხვა.

    საქმე ეხებოდა იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა.

    მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში წერია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო.

    ბაბიმ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თქვა, რომ თუ ცნო­ბი­ლი ხარ, ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი.

    – გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის თქვენ­თვის გად­მო­რი­ცხუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­უ­ბა­რია ათა­სო­ბით ლარ­ზე, რა­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. რას ეტყო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას უპა­სუ­ხებ­დით ამ სკან­დალს?

    – სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არც მა­შინ გა­მი­კე­თე­ბია. ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი ბენ­დის სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თე. და იქ და­ვას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი. ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა დრო­ის ფუჭი კარ­გვაა. ჩვენ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ის რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, იყო სიც­რუე. ერ­თა­დერ­თი ზუს­ტად ვიცი, რომ „ღა­მის შოუს ბენ­დი“ აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს.

    ჩავ­დი­ვართ უმარ­ვა ქა­ლაქ­ში, ვა­ტა­რებთ კონ­ცერ­ტებს და დიდ სი­ხა­რულს ვჩუქ­ნით ხალ­ხს. თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს, რომ გვეს­რო­ლოს ტა­ლა­ხი, ავი­ტანთ, რად­გან გვი­ღირს, იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბა, რო­მელ­თაც ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბით ვა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სახე ხარ, იმის­თვი­საც მზად უნდა იყო, რომ სულ კარ­გს ვერ იტყვი­ან.