სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება წყალი 15 საათით თბილისის ქუჩებში? - ნახეთ ჩამონათვალი

    სად შეწყდება წყალი 15 საათით თბილისის ქუჩებში? - ნახეთ ჩამონათვალი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სოციალურ ქსელში მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.

    "30 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7-თან , წყალმომარაგების ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 30 ნოემბერს 22:00 საათიდან 1 დეკემბრის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    კრწანისის რაიონში: კრწანისის ქუჩას ჩიხებით, შესახვევებითა და გასავლებით, მეფე სოლომონ II ქუჩას და I, II შესახვევს, კახა კაციტაძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს), ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, გიორგი გურამიშვილის (გორგასლის გასასვლელი) I, II შესახვევი; გიორგი გურამიშვილის (გორგასლის შესახვევი) N 13-19 (კენტებს), გორგასლის N 71(ნიუ ჰოსპიტალი) ქუჩებს.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ვკითხულობთ განცხადებაში.